Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ნოდარ ხოდელი

თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. 2001-2005 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრას. სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტებზე კითხულობს ლექციებს ადამიანის ნორმალურ ანატომიაში, ტოპოგრაფიულ ანატომიაში და ოპერაციულ ქირურგიაში. მიჰყავს კლინიკური ანატომიისა და კლინიკური უნარჩვევების სემინარების კურსი. არის სამი სახელმძღვანელოს და ორი მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, გახლავთ 8 გამოგონების და პატენტის მფლობელი. ამჟამად შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში გამარჯვებული ორი პროექტის შესრულებაში მონაწილეობს.