მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. პროფესორ ვ. მარგველაშვილის ხელმძღვანელობით დაცულია 12 სადოქტორო დისერტაცია. გახლავთ ასამდე გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან 28 დაბეჭდილია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. 7 წლის განმავლობაში იგი იყო სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის კომიტეტის თავმჯდომარე (www.fdiworldental.org). ამჟამად არის სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის (IADR) კომიტეტის წევრი. ვლადიმერ მარგველაშვილი არის პოლონეთის, თურქეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი. არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი.