ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი (პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი). 2008-2015 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), აიოვას და დასავლეთ ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტებში. ფულბრაიტის კვლევითი პროექტის სტიპენდიანტი. აქტიურად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, როგორც პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტი.
კვლევითი სფეროები: ნარატიული იდენტობა, პერსონალური და კულტურული ნარატივები, მასტერ ნარატივი და ცხოვრების გზის კვლევა, პოსტტრავმული ზრდა, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა და მათთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული მახასიათებლები.