Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მეცნიერება № 8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევა 7 ფაკულტეტის და 16 სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარეობს. 2017 წლის განმავლობაში თსუ-მ მოიპოვა 102 სამეცნიერო- კვლევითი გრანტი, მათ შორის 8 საერთაშორისო.

თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები

diagaram
„საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ - ფარგლებში დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 

საერთაშორისო კონფერენცია ვარძიაში

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა რიგით მეათე საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია, რომელიც 24 მაისს გაიხსნა.

ტრენინგი - სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ

25 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №11) ტარდება ტრენინგი ყველა მსურველთათვის, ვინც დაინტერესებულია სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების გაღრმავებით.