Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში კვლავ დაწინაურდა
02/02/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში გაუმჯობესდა. თსუ კავკასიის რეგიონშიც ლიდერია. Webometrics Ranking of World Universities-ის ახალი რანჟირებით, თსუ-მ მსოფლიოს 24 ათასამდე უნივერსიტეტს შორის 830-დან 734-ე ადგილზე, ევროპის უნივერსიტეტებს შორის 349-დან 324-ე ადგილზე გადაინაცვლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის 30-ე ადგილზეა.

www.webometrics.info- ს რანჟირებით, კავკასიის რეგიონიდან სომხეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ 2314-ე ადგილს, აზერბაიჯანის საუკეთესო უნივერსიტეტი კი 4137-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო უნივერსიტეტების ვებრანჟირება ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ესპანური ორგანიზაცია Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSIS)-ის ლაბორატორიის Cybernetrics Lab ინიციატივით ხორციელდება. ორგანიზაცია ესპანეთის მასშტაბით 126 ცენტრს და ინსტიტუტს აერთიანებს. უნივერსიტეტების რანჟირებისას ორგანიზაცია ითვალისწინებს სხვა ვებგვერდებიდან მინიშნების მაჩვენებელს (Google, Yahoo, Live Search, Exalead), უნივერსიტეტის ვებგვერდის შიგა გვერდების რაოდენობას, მასზე სრულყოფილი ტექსტების რაოდენობას, ვებგვერდზე განთავსებული სამეცნიერო სტატიების და მათი ციტირების რაოდენობას.