Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
პროფესორ სლავომირ პარტიცკის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
25/02/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა პოლონეთის იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორს სლავომირ პარტიცკის.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ აკედემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
„დღეს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა ძალიან ცნობილ პოლონელ ეკონომისტსა და სოციოლოგს სლავომირ პარტიცკის. ის არის გამოჩენილი მეცნიერ-მკვლევარი და დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ეკონომისტებისა და სოციოლოგების მხარდაჭერაში. სწორედ ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას მიენიჭოს საპატიო დოქტორის წოდება“-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მომენიჭა. თსუ-სა და ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტს მრავალიწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“-აღნიშნა პროფესორმა სლავომირ პარტიცკიმ.
თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება პოლონელ პროფესორს თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ინტერნაციონალიზაციასა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.
ღონისძიების ბოლოს პროფესორმა სლავომირ პარტიცკიმ წაიკითხა მოხსენება თემაზე „ ქსელი - ციფრული სამყაროს კოლონიზაცია.“