თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
პროფესორ ტორალფ ჰასვოლდის ლექცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის
03/05/2017ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველო - ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, პროფესორმა ტორალფ ჰასვოლდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში პროექტში ჩართული უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია “Rural Health - The National Centre of Rural Health in Tromsø”.
ლექციას დაესწრნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები.