Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
სტუდენტთა საერთაშორისო საველე პრაქტიკები
01/09/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბერნის (შვეიცარია) და ერევნის სახელმწიფო პედაგოგიური (სომხეთი) უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა (20 - 28 ივნისი). მათ მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სემინარში და საველე პრაქტიკებში, რომელიც ჩატარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პრაქტიკების შედეგები გამოიცემა პუბლიკაციის სახით, ასევე აისახება ქართველი და შვეიცარიელი სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომებში.
 
სტუდენტთა საერთაშორისო საველე პრაქტიკები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტს შორის 2016 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლას, ერთობლივ სასწავლო და საველე პროგრამებში მონაწილეობას. შვეიცარიელი კოლეგების თანადგომით მომზადდა და 2018 წელს გამოიცემა სახელმძღვანელო მაგისტრატურის სტუდენტებისთვის: მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება, სადაც წარმოჩენილი იქნება როგორც ზოგადად მთიანი ტერიტორიების, ისე მსოფლიოს, კავკასიისა და საქართველოს აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემატიკა. 

საერთაშორისო კავშირების სახით ბერნის უნივერსიტეტს წარმოადგენს გარემოს და განვითარების ცენტრი (პროფ. პეტერ მესსერლი, დოქტორი ჰეინო მეესენი), ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა (პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი). 

New layer...