Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი:

ბუნებაში არსებული ფორმები ძალზე შთამბეჭდავია, როგორც სილამაზით, ასევე მრავალფეროვნებით. დღემდე დაუდგენელია ეს ფორმები მათთან დაკავშირებულ მოვლენებს განსაზღვრავენ თუ პირიქით, ისინი რაღაც მოვლენის „ბუნებრივ“ შედეგს წარმოადგენენ. ამ უაღრესად საინტერესო და გლობალური ამოცანების შესწავლას მათემატიკა გეომეტრიული მიდგომებით ახორციელებს. ამ მიდგომებზე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ილია თავხელიძე გვესაუბრება: „ეს პროცესი ძალზე ლამაზ, საინტერესო და რთულ ამოცანებთანაა დაკავშირებული. უძველესი დროიდან პლატონი და მისი სკოლა „წმინდა“ (νοηtά – მენტალური, აბსტრაქტული) გეომეტრიული ფორმების შესწავლაზე აკეთებდა აქცენტს, ხო-ლო არქიმედე, აპოლონიუსი, ევკლიდე, ჰერონი და მათი მრავალი მიმდევარი ცდილობდა გეომეტრიის საშუალებით (αiσθητα – დაკვირვებითი, დაყოფა ეკუთვნის გემინუს როდოსელს I საუკუნე ძვ.წ.ა.) აეხსნა ესა თუ ის მოვლენა.

ეგვიპტეში ქართველი მამლუქების ბედით პროფესორი გოჩა ჯაფარიძე ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა, როდესაც მამლუქების მიერ საქართველოში გამოგზავნილ რამდენიმე ქართულ წერილს მიაკვლია. უფრო ფუნდამენტურად საკითხის შესწავლა მკვლევარმა 1998 წლიდან დაიწყო, უკვე ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დესპანის სტატუსით. მრავალწლიანმა მივლინებამ მას საშუალება მისცა, ქართველ მამლუქთა ისტორიის ადრინდელ მკვლევართაგან განსხვავებით, მოეძია და გამოეყენებინა თავის კვლევაში გაცილებით მეტი მასალები არაბული და ევროპული წყაროებიდან და აგრეთვე კაიროს ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემები.

2012 წელი მთელს მსოფლიოში გამოცხადებული იყო კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მწერილის ფირდოუსისა და მისი უკვდავი ლიტერატურული ძეგლის, "შაჰ-ნამეს” საიუბილეო თარიღად. „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთა შესახებ“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიულ ქრონიკებს, ეპიკურ თხზულებებს, მითოლოგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს ეფუძნება. მისი ცალკეული ნაწილები კიდევ სასანიანთა ეპოქაში შეიქმნა. გარდა ისტორიული ცნობებისა, ამ ნაწარმოებში თავმოყრილი იყო ირანელი ხალხების მიერ შეთხზული მითებისა და ლეგენდების ფრაგმენტები. მიუხედავად იმისა, რომ იგი სპარსული ნაწარმოებია, VIII-IX საუკუნეებში არაბულ ენაზე გაჩნდა ფალაური ძეგლის ათამდე თარგმანი („ხოდაინამე“ — „მეფეთა ცხოვრება“). თუმცა, არც ორიგინალს, არც არაბულ თარგმანებს დღემდე არ მოუღწევია, წყაროებმა (ალ-მასუდი, ალ-ისტახრი) შემოგვინახეს მხოლოდ მთარგმნელთა სახელები (იბნ-ალ-მუკაფა, ბარმაქი და სხვა) და ცალკეული დეტალები.

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება. 2015 წლის ზაფხული ისტორიაში შესაძლოა საინტერესო სამეცნიერო თარიღად შევიდეს თსუ მეცნიერთა და სტუდენტთა უნიკალური აღმოჩენის წყალობით – თსუ არქეოლოგიური ექსპედიციების ტერიტორიაზე, გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) აღმოჩენილი ახალი არტეფაქტი, მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს.