თსუ საერთაშორისო კონფერენციები 2014
მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა და ვორკშოპი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
2014 წლის 7-12 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა და ვორკშოპი ფუნდამენტურ მეცნიერებებში „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა“.
სკოლის ორგანიზატორები იყვნენ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იულიხის სამეცნიერო კვლევების ცენტრი.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, კონდენსირებული გარემოს ფიზიკა, ატმოსფერული მეცნიერებები, სამედიცინო ფიზიკა, საინჟინრო მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები.
სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორმა და წამყვანმა სპეციალისტმა, ასევე პროფესორებმა ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის გახსნაზე ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნას, იულიხის ენერგიისა და კლიმატის ცენტრსა და ნეიტრონის ინსტიტუტის კვლევით ცენტრში ქართველ სტუდენტთა სტაჟირებას ითვალისწინებს.
პირველი კონფერენცია ადრონთა ფიზიკას მიეძღვნა და 2004 წელს ჩატარდა. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტი-ტუტთან ერთად, მისი ორგანიზატორები იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და UNESCO-ს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლა იყო. კონფერენცია წარმატებული აღმოჩნდა, გახდა ტრადიციული და ერთხელ ტარდება. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა კონფერენციის ჩატარებას ხელი აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა შეუშალა.
2010 წელს კონფერენციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. პარალელურად გაჩნდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის იდეა (Georgian-German Science bridge connecting people and knowledge). 2014 წლისთვის კონფერენციის თემატიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ფუნდამენტურ და გამოყენებითი კვლევების მნიშვნელოვანი არეალი. საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმაც მიიღო.
კონფერენციების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინანსებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში. თსუ სტუდენტები საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში ასრულებენ. ახლო მომავლისთვის წარმატებული დოქტორანტებისთვის დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს იქონიონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.
მას–სპექტრომეტრიის მე–10 საერთაშორისო კონფერენცია „PETROMASS – 2014“
2014 წლის 1-4 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში ჩატარდა მას-სპექტრომეტრიის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია „PETROMASS – 2014“, ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში.
ორგანიზატორები იყვნენ: რუსეთის მას-სპექტრომეტრიის საზოგადოება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, საქართველოს ნავთობქიმიკოსთა ასოციაცია.
კონფერენციის სპონსორი გახლდათ MS Analytica (USA), ქრომატოგრაფიის და მას-სპექტრომეტრიისთვის ანალიზური ხელსაწყოების წამყვანი მწარმოებლის Thermo Fisher Scientific ექსკლუზიური დისტრიბუტორი. MS Analytica-მ საკუთარ სასწავლო ბაზაზე დაყრდნობით კონფერენციის მიმდინარეობისას განახორციელა ონლაინ სწავლება.
კონფერენციის სხდომებს თავმჯდომარეობდნენ – ალბერტ ლებედევი, რუსეთის მას-სპექტრომეტრიის საზოგადოების პრეზიდენტი და ვლადიმერ ციციშვილი, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები ამერიკიდან, რუსეთიდან, ბრაზილიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, შვედეთიდან და საქართველოდან
„PETROMASS“ კონფერენციის ისტორიიდან – სამეცნიერო საზოგადოება მას-სპექტრომეტრიის დაარსების თითქმის 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს. ამჟამად ეს უნიკალური ფიზიკურ-ქიმიური მეთოდი ითვლება ძლიერ ინსტრუმენტად ფუნდამენტური კვლევებისთვის და მას-სპექტრომეტრიის ზეგავლენა იგრძნობა სხვადასხვა სფეროში, ატმოსფეროს ქიმიიდან ნავთობქიმიამდე. მარტივი ნახშირწყალბადების პირველი მას-სპექტრები დაფიქსირებული იყო 1930-იანი წლების დასაწყისში და იმ დროიდან მას-სპექტრომეტრიის სწრაფი განვითარება ძირითადად განპირობებულია ეკოლოგიური ქიმიის, ნავთობქიმიისა და ბიოლოგიური მეცნიერებების მიმართ მზარდი ინტერესით. ქიმიის სხვა დარგებში მას-სპექტრომეტრიის დიდი მნიშვნელობის გარდა, აღსანიშნავია ამ მეთოდის მიღწევები ყველა სახის მოლეკულების (მარტივი ორგანული ნაერთებისა და ურთულესი ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ჩათვლით) თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის საქმეში. 1980-იან წლებში შემუშავებული უნიკალური ტექნიკური საშუალების გამო მას-სპექტრომეტრიამ გამოიწვია ბიოლოგიური მოლეკულების მეცნიერებაში მთელი რიგი ახალი მიმართულების დაარსება, ასეთებია გენომიკა, პროტეომიკა, მეტაბოლომიკა, ლოპოდომიკა, გლიკომიკა და სხვ.
კონფერენციაზე სამი პლენარული შეხვედრა გაიმართა შემდეგ თემებზე: ნავთობის ქიმიის ძირითადი ასპექტები; ნავთობის მას-სპექტომეტრია; გარემოს მას-სპექტომეტრია.
ევრაზიის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია: ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში (EAMHC 2014)
ევრაზიის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში (EAMHC 2014), (20-24 სექტემბერი, 2014, ქ. თბილისი, საქართველო) ორგანიზატორები იყვნენ თსუ, თბილისის აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ აკადემიკოსი, თსუ პროფესორი შოთა სამსონია.კონფერენციებში მონაწილეობდნენ მეცნიერები შემდეგი ქვეყნებიდან: ახალი ზელანდია, აზერბაიჯანი, ალჟირი, ბელგია, ბულგარეთი, ბელორუსი, გერმანია, ეგვიპტე, ესპანეთი, ერაყი, თურქეთი, იტალია, ირანი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, კვიპროსი, კოლუმბია, ლიტვა, ლატვია, პორტუგალია, პოლონეთი, პაკისტანი, რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, სომხეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ტაივანი, შვედეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და საქართველო.
კონფერენციის საქართველოში გამართვა გადაწყდა 2012 წელს, როცა სტამბული მასპინძლობდა მე-7 ევრაზიის შეხვედრას ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმიაში.
კონფერენცია რეგულარულია და ტარდება ორ წელში ერთხელ. მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს ევრაზიის ერთ-ერთი სახელმწიფო. წინა კონფერენციების მასპინძელი ქალაქები სტამბულამდე იყო: სუზდალი (რუსეთი 2000 წ), ნოვგოროდი (რუსეთი 2002 წ), ნოვოსიბირსკი (რუსეთი 2004 წ), თესალონიკი (საბერძნეთი 2006), კუვეიტი (კუვეიტი 2008 წ), ალიკანტე (ესპანეთი, 2010).
მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში (ICOC 2014), „ორგანული სინთეზი – განვითარების მამოძრავებელი ძალა“
2014 წელს ასევე უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში (ICOC 2014), „ორგანული სინთეზი – განვითარების მამოძრავებელი ძალა“. (24-28 სექტემბერი 2014 წელი, ქ.თბილისი, საქართველო. 26 სექტემბერს ჩატარდა პარალელური სესია). საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე აქაც აკადემიკოსი შოთა სამსონია გახლდათ. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, ბულგარეთი, ბელორუსი, გერმანია, ერაყი, ეგვიპტე, თურქეთი, იაპონია, ისრაელი, ინდოეთი, ირანი, ლატვია, ლიტვა, ნიგერია, პოლონეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვედეთი და საქართველო.
საერთაშორისო კონფერენცია: „ნაციონალური ლიტერატურა და კულტურათშორისი კომუნიკაციები“
2014 წლის 20 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ნაციონალური ლიტერატურა და კულტურათშორისი კომუნიკაციები“.
კონფერენციის წამყვანი მომხსენებლები იყვენენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთის (ქ. ყარსი, კავკასიის უნივერსიტეტი) პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები. პროფ. ოთარ ბაქანიძე, პროფ. მარიამ მირესაშვილი, პეტრო კონონენკო (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ი. ჰერდერის საერთშორისო პრემიის ლაურეატი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი), ოქსანა სლიპუშკო (კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი, შევჩენკოსმცოდნეობითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი), ვ. პიდვოინი (ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი), პროფ. ლუდმილა გრიციკი (კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის კათედრის გამგე, უკრაინელი ქართველოლოგი, თსუ საპატიო დოქტორი).
კონფერენცია ეძღვნებოდა საიუბილეო თარიღს – ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 200 წლისთავს.
საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია: „ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კითხვები“
თბილისისს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 21-23 მარტს თსუ-ში მეცამეტე საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენცია „ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კითხვები“ გაიმართა. მსგავსი კონფერენციები, მსოფლიოს მასშტაბით, 2002 წლიდან ტარდება. საქართველოში 2014 წელს იგი პირველად გაიმართა და მასში 17 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სტუდენტ-არქეოლოგთა ვარძიის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და არქეოლოგიის სასწავლო-სა-მეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 11-14 აპრილს ვარძიაში.
იდეის ავტორი პიტ რივერსისადმი მიძღვნილი სტუდენტ-არქეოლოგთა ვარძიის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მისი წამყვანი მომხსენებლები იყვნენ: პროფესორი ვახტანგ ლიჩელი (თბილისი, კონფერენციის იდეის ავტორი და ორგანიზატორი), პროფესორი მაიკლ ვიკერსი (ოქსფორდი, კონფერენციის მუდმივი თავმჯდომარე), პროფესორი ებერჰარდ ზაუერი (ედინბურგი, ქართულ-შოტლანდიური ექსპედიციის ხელმძღვანელი), პროფესორი ვალტერ კიუნტნერი (ინსბრუკი, ქართულ-ავსტრიული ექსპედიციის ხელმძღვანელი). კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ოქსფორდის, ინსბრუკის, ედინბურგის, ვარშავის, ლოძის, ტორუნის, ანკარის, თეირანის, დურემის, ლეიდენის, მელბურნისა და იენის უნივერსიტეტების, აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოლონეთის აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია: „გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სკანდინავისტიკის ცენტრის ორგანიზებით, ოსლოს უნივერსიტეტსა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 30 აპრილიდან – 2 მაისამდე თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია: „გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები“ გაიმართა.
წამყვანი მომხსენებლები იყვნენ: ჯოსტეინ ბორტნესი (ბერგენის უნივერიტეტის ემერიტუს პროფესორი), ერიკა სვედბერგი (მალმოს უნივერსიტეტი), ელიზაბეტ როგი (ოსლოს უნივერსიტეტი), ტონე ირენე ბრეკე (ოსლო), ფროდე ჰერმუნდსგარდი (ოსლო), გუდლიევ ბო (ოსლოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი), უგნიუს მიკუციონისი (კაუნასის უნივერსიტეტის ლექტორი), პროფესორი სტალე დინგსტადი (ოსლო), ელსე რიენი (ასოც. პროფ), პროფესორი ჯორუნ ოკლანდი (ოსლო), პროფესორი პერ ტომას ანდერსენი (ოსლო), ევენ არნცენი (ასოც. პროფესორი, ტრომსოს უნივერსიტეტი), პროფესორი კახაბერ ლორია (თსუ), პროფესორი ტორილ სტეინფელდი (ოსლო).
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გენდერული პრობლემატიკისა და სკანდინავისტიკის სფეროს მკვლევრებმა ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ლიტვიდან და საქართველოდან. პროექტი დაფინანსდა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (SIU) მიერ.
საერთაშორისო კონფერენცია: „შექსპირი 450“
2014 წლის 1-3 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსთაველის ეროვნული თეატრში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია „შექსპირი 450“ ჩატარდა.
კონფერენციის წამყვანი მომხსენებლები იყვნენ: მაია ყიასაშვილი, მანანა გელაშვილი, ჯონ ფ. ბურკე, როზმარი ლაკადუ-უესლი, თინათინ მარგალიტაძე, ინესა მერაბიშვილი, ირაკლი ცხვედიანი, კონსტანტინე ბრეგაძე, დავით მაზიაშვილი, მარტინ ნიკოლსი.
კონფერენცია მიეძღვნა უილიამ შექსპირის მემკვიდრეობის შესწავლას საერთაშორისო კონტექსტში. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებში მომხსენებლებმა იმსჯელეს შექსპირის გავლენის შესახებ ლიტერატურის, მხატვრობისა და მუსიკის დარგებზე. პრეზენტაციებში, მრგვალ მაგიდებსა და ღონისძიებებში;
კონფერენციის მსვლელობისას წიგნების, სასცენო დიზაინის და თეატრალური კოსტიუმების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისა და შექსპირის შესწავლის ისტორია.
კონფერენციის დახურვაზე თსუ შექსპირის შემსწავლელი ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ჩაატარებული კონკურსის „შექსპირი საქართველოში“ გამარჯვებულმა სტუდენტებმა (თამარ კახნიაშვილი, სოფო თოთიბაძე) წარმოადგინეს თავიანთი კვლევები.
საერთაშორისო კონფერენცია: „შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში“
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით 15-17 მაისს თსუ-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში“.
წამყვანი მომხსენებლები იყვნენ: ბრიჯით ბრინქსი, ამერიკის საელჩო საქართველოში, მისიის უფროსის მოადგილე, ფუსკო ჯიანა (Fusco Gianna) – ნაპოლის მეორე უნივერსიტეტი, შოთა ვაშაკიძე (რატგერსის უნივერსიტეტი), ანასაშვილი მანანა (მიჩიგანის უნივერსიტეტი),
თემურ კობახიძე, ელენე მეძმარიაშვილი, რუსუდან დაუშვილი, ია იაშვილი, ირაკლი ბრაჭული, მამუკა დოლიძე, ანასტასია ზაქარიაძე, ვასილ კაჭარავა, ქეთევან როსტიაშვილი, ვალერიან რამიშვილი, ქეთევან გოჩიტაშვილი, მერაბ კალანდაძე, რუსუდან ნიშნიანიძე, ელენე გაბუნია, ლეილა ხუბაშვილი, დემურ ჯალაღონია, ჩიჩუა დავითი, ჩიგოგიძე თინათინი, კიკნაძე ზურაბი, თევზაძე ნანული, დიღმელაშვილი ავთანდილი, მელქაძე მედეა და სხვ.
წარმოდგენილი იყო მოხსენებები, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ლათინური ამერიკისა და კანადის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის, ამერიკაში ქართული ემიგრაციისა და სხვ. საკითხებზე. კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლის შედეგების წარმოჩენა და მიღებული ცოდნის გავრცელება საქართველოს საზოგადოების აკადემიურ და ფართო წრეებში, ასევე ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან.
კონფერენცია „არაფორმალურიდან მეამბოხე მმართველობამდე: სოციალური კაპიტალის ფორმები და ტრანსფორმაცია კავკასიასა და მის მიღმა“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით 7-9 ივნისს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „არაფორმალურად მეამბოხე მმართველობამდე: სოციალური კაპიტალის ფორმები და ტრანსფორმაცია კავკასიასა და მის მიღმა“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 45 რეგისტრირებული მონაწილე: თსუ, ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი), ბირმინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია), ლატვიის უნივერსიტეტის (ლატვია), გუანდონის უნივერსიტეტის (ჩინეთი), ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის (რუსეთი) და რენმინის უნივერსიტეტის (ჩინეთი), ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) და სხვა წარმომადგენლები.
კონფერენცია ჩატარდა ევროკომისიის FP7 პროგრამის მარი კიურის საგრანტო პროექტის „წარმოსახვითი განვითარება: პოსტ-სოციალისტურ სამყაროში განვითარების პოლიტიკისა და მისი ეფექტების მულტიდისციპლინური და მრავალდონიანი ანალიზი“ (აკრონიმი PSDEV, საგრანტო შეთანხმება N318961) ფარგლებში. ევროკომისიის კვლევითი პროექტების მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ქვეყნებთან არა წევრი ქვეყნების დაახლოებას, ერთიანი სამეცნიერო სივრცის ფორმირებას და მასში რეგიონების წამყვანი უნივერსიტეტების აქტიურ ჩართვას. ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებას ექცევა. პროექტში მონაწილეობა გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმართვას, კვლევის შედეგების ინტენსიურ გაზიარებას, საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას. კონფერენცია იყო ინტერდისციპლინურ და მრავალფეროვანი მონაწილეთა ინსტიტუციონალური სპექტრის თვალსაზრისითაც.
საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანისტიკის მიმართულების, ევროკავშირის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, ასოციაციის Georgia Proeuropa და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით 16-18 ივნისს თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ გაიმართა.
წამყვანი მომხსენებლები იყვნენ ღონისძიების ორგანიზატორები: თსუ პროფესორი ნანა გუნცაძე, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, ასევე: უცხოეთის და საქართველოს ცნობილი მეცნიერები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომელთა შორის იყვნენ : ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი, (ბერლინი, გერმანია) ზურაბ გურული, პროფ. მისისიპის უნივერსიტეტი (აშშ) გასტონ ბუაჩიძე, მთარგმნელი, პროფესორ-ემერიტუსი, ნანტის უნივერსიტეტი (ნანტი, საფრანგეთი) სესილ ვესიე, (საფრანგეთი) ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, პროფ. ბრუნო ნარდენი (საფრანგეთი), პროფესორი ჟერარ დესონი, სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ჟილ გალე – სამხედრო სკოლის პროფესორი, სამხედრო ატაშე (საფრანგეთი) და სხვები.
საერთაშორისო კონფერენცია – „ბაირონი დედანსა და თარგმანში“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაირონის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ბაირონის საზოგადოების ორგანიზებით 23 ივნისს თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „ბაირონი დედანსა და თარგმანში“ გაიმართა.
კონფერენციის წამყვანი მომხსენებლები იყვნენ პროფესორი ბიტი (დიდი ბრიტანეთი), პროფესორი ჯონ კლაბი (აშშ), პროფესორი ნაჯი ოიჯინი (ლიბანი), პროფესორი ინესა მერაბიშვილი (საქართველო), შობჰანა ბჰატაჩარჯი (ინდოეთი) და სხვები.
კონფერენციაში თსუ სტუდენტებთან, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს 20 ქვეყნის 100-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. დელეგატებს შორის იყვნენ დიდი ინგლისელი პოეტის შთამომავლები: ლორდ ბაირონი, ლედი ბაირონი, გრაფი ლიტონი და გრაფინია ლიტონი.
მიუხედავად ბაირონის ფენომენისადმი განსაკუთრებული ინტერესისა ჩვენში, თავად პოეტის დამოკიდებულება საქართველოსადმი უცნობი რჩებოდა. ყოველივე ამის გამოვლენას ხელი შეუწყო საქართველოში ბაირონის საზოგადოების საერთაშორისო კვლევაში ჩართულობამ, რამაც საშუალება მისცა ქართველ მეცნიერს მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მისულიყო: გამოვლინდა ბაირონის ცხოვრების აქამდე უცნობი ეპიზოდი ქართველ ტყვე ქალთან შეხვედრისა, როგორც ირკვევა, საფუძვლად დაედო მისი ერთ-ერთი შთამბეჭდავი პოეტური პერსონაჟის, თირზას შექმნას. ეს ყოველივე ასახულია ინესა მერაბიშვილის ინგლისურენოვან წიგნში: Innes Merabishvili, Encounter with Lord Byron, Tbilisi, 2014. ღონისძიებაზე თსუ პროფესორის, თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორის ინესა მერაბიშვილის წიგნის „ინესა მერაბიშვილი, შეხვედრა ლორდ ბაირონთან“ პრეზენტაცია გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები“
ბარილაინის უნივერსიტეტის (ისრაელი), დაჰანის ცენტრის (ისრაელი), საქართველოში ისრაელის საელჩოს, ისრაელის რელიგიის სამინისტროს, აშკელონის აკადემიური კოლეჯის (ისრაელი) და თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და ებრაული კულტურისა და იუდაიკის კაბინეტის ორგანიზებით 8-10 სექტემბერს თსუ-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერანცია „საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები“.
კონფერენციის წამყვანი მომხსენებლები იყვნენ პროფესორები: მარიამ ჩაჩიბაია (თსუ), გურამ ლორთქიფანიძე (თსუ), იააკოვ როი (თელ-ავივის უნივერსიტეტი), შლომო იანეცი (ბარ-ილანის უნივერსიტეტი), ხანანელ მაკ (ბარილანის უნივერსიტეტი), რუვენ ენოხი (არიელის უნივერსიტეტი) და სხვ.
კონფერენცია ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვსსაუკუნოვანი საიუბილეო წლის აღსანიშნავად ჩატარდა. ღონისძიებაზე სომხეთის, ბუხარის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ებრაულმა თემებმა აკადემიური კვლევები წარმოადგინეს. განიხილეს თემები: ბიბლიური შემოქმედება და რელიგიური ცხოვრება; ტრადიციული და თანამედროვე აღზრდა; ებრაული ენა და ლიტერატურა; ებრაელთა სამართლებრივი და სამოქალაქო სტატუსი; თემი და მისი ინსტიტუტები; ურთიერთობები სოციალურ გარემოსთან; ეკონომიკა; ხელოვნება და კულტურა; მუსიკა; საზოგადოებრივი ასპექტები; კავშირები ებრაულ სამყაროსთან; სიონისტური აქტივობა და რეპატრიაცია ერეც-ისრაელში; აბსორბცია ისრაელის სახელმწიფოში.
სამეცნიერო კონფერენცია – „ერებისა და ლიტერატურების შეხვედრის ადგილი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით თსუ-ში 18-19 სექტემბერს პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ერებისა და ლიტერატურების შეხვედრის ადგილი“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა წაიკითხეს მოხსენებები თარგმანის სოციოკულტურულ, ეთნოლინგვისტურ და ფსიქოლინგვისტურ ასპექტებზე, კულტურათაშორის კომუნიკაციასა და კულტურათა დიალოგზე, ეკვივალენტობის პრობლემაზე თარგმანსა და ორენოვან ლექსიკოგრაფიაში, მხატვრულ თარგმანზე თანამედროვე მსოფლიოში და მისი განვითარების პერსპექტივებზე, თარგმანის ტრადიციასა და თეორიაზე.
ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმმა მოაწყო ფოტო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო გივი გაჩეჩეჩილაძის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები, ხელნაწერები, თარგმანები, გამოკვლევები, მემორიალური ნივთები. თსუ სააქტო დარბაზში გაიმართულ საიუბილეო საღამოზე, საზოგადოებამ იხილა გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი „თავშესაფარი – პოეტური თარგმანი“.
საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“
2014 წლის 23-26 სექტემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეთან თანამშრომლობით ჩატარდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია „ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“.
კონფერენცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრობლობით გაიმართა.
ორი უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეებმა მიმდინარე წელს აღადგინეს მრავალწლიანი თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიცია – ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება. ამ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს, ორ უნივერსიტეტს შორის ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაეყარა.
კონფერენციებმა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და კლასიკური სიძველეთმცოდნეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ფორუმებად იქცა.
1969 წლიდან მოყოლებული იენასა და თბილისში 9 კონფერენცია გაიმართა. ოცწლიანი პაუზის შემდეგ, მე-10 კონფერენცია წელს თბილისში ჩატარდა.
თბილისის კონფერენცია სამდღიანი იყო და მასზე მოხსენება წაიკითხა 100-ზე მეტმა მკვლევარმა საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან და რუსეთიდან.
აღსანიშანვია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს აღიარებული სამცენიერო ცენტრებიდან: ტიმო შტიკლერი (იენა), მარკუს ალექსანდერ შილინგი (იენა), ადოლფ მარტინ რიტერი (ჰაიდელბერგი), ტასილო შმიტი (ბრემენი), ქრისტოფ აუფფართი (ბრემენი), ჰანს ქრისტიან გიუნთერი (ფრაინურგი), ლორენცო პერონე (ბოლონია), ჟან ფრანსუა კოტიე (პარიზი), კრასტუ ბანევი (დარემი), მერი ჩაილდსი (ვაშინგტონი), ნუჩო ორდინე (კალაბრია), მიხაილ ბიბიკოვი (მოსკოვი), ფატიმა ელოევა (სანქტ-პეტერბურგი) და მრავალი სხვ.
კონფერენციის მონაწილეებმა 23 სექტემბერს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკსა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სპეციალიზებულ ბიბლიოთეკაში მოაწყვეს გერმანელი პროფესორების მიერ ინსტიტუტისათვის საჩუქრად გამოგზავნილი მრავალი ასეული წიგნის პრეზენტაცია.
კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ გასვლითი სხდომა ანტიკური და პოსტანტიკური ეპოქის ძეგლების დასათვალიერებლად: გრაკლიანი გორა, სამთავისი, ძალისი, მცხეთა. სპეციალურად ამ დღისათვის ქართულსა და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა გზამკვლევი „გრაკლიანის კულტურა“. გასვლით სხდომას უძღვებოდნენ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი და პრივატ-დოცენტი ანეგრეტ პლონტკე ლიუნინგი.
კონფერენციის შემდეგ იენის 8 კაციანი დელეგაციის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით შემდგომი კონფერენცია გაიმართება 2017 წელს იენაში. ამით, ფაქტობრივად, გაგრძელდება აღმოსავლეთ ევროპაში კლასიკური ფილოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ფორუმების რეგულარული ორგანიზება.
სიმპოზიუმი: „ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით 24-27 სექტემბერს თსუ-ში სიმპოზიუმი: „ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი“ გაიმართა.
წამყვანი მომხსენებლები იყვნენ შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, სლოვენია, ბულგარეთი, იტალია, უნგრეთი, პოლონეთი, მაკედონია, რუმინეთი,&a