2013-05-10
თსუ სტუდენტთა 73-ე კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N #11/23_01 10.05.2013
თსუ სტუდენტთა 73-ე კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნითეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
N #11/23_01 10.05.2013
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ორ ეტაპად:
• საკათედრო (20-24 მაისი);
• საფაკულტეტო (30-31 მაისი);
2. წარმოდგენილ იქნეს 2013 წლის 15 მაისამდე სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში კათედრაზე კონფერენციის ჩატარების თარიღი; ჟიურის შემადგენლობა; მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი; მოხსენების სრული დასახელება; სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი, აკა¬დემიური თანამდებობა და სამეცნიერო ხარისხი;
3. წარმოდგენილ იქნეს 2013 წლის 27 მაისამდე სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში კათედრებიდან კონფერენციის შედეგები: საუკეთესო მოხსენების ავტორი სამი ბაკალავრიატის სტუდენტი და სამი მაგისტრატურის სტუდენტი და სამი დოქტორანტი;
4. წარგზავნილ იქნეს საფაკულტეტო კონფერენციის გამარჯვებული სამი სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საუნივერსიტეტო 73-ე კონფერენციაზე;
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსს მანანა ლობჟანიძეს;
6. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე