2012-09-19

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012 ბრძანება №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

 N#21/23_01                                                 19.09.2012.
ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სრული და  ასოცირებული პროფესორების  სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 23.08.2012  ბრძანება  №:111/01-01 ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური;  2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  სოფიო ოდიშარია;
•    დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს  2012 წლის 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბერის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ.   შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2,  ოთახი #608);
2.    განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე  _ 2012 წლის  8 და 9 ოქტომბერი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის,  თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად;
3.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე
Print

« იხ. ყველა სიახლე