2012-07-27

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების (თსუ რექტორის 16.07.2012 ბრძანება #86/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

დეკანის   ბრძანება

N#15/23_01                                                 27.07.2012

ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012-2013 სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების   (თსუ რექტორის 16.07.2012 ბრძანება #86/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეიქმნას საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფროსი ეთერ გიგაური;  2. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  სოფიო ოდიშარია 2. პროფესორის ასისტენტი რუსუდან მაისურაძე;
2.    დაევალოს შიდა მობილობის  საბუთების მიმღებ აპარატს სოფიო ოდიშარიას და რუსუდან მაისურაძეს  2012 წლის 30  ივლისიდან 6 აგვისტომდე, ხოლო ეთერ გიგაურს და  რუსუდან მაისურაძეს  2012 წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს  ჩათვლით შიდა მობილობის  საბუთების მიღება 9.00 საათიდან 18.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ, შაბათ-კვირის გარდა.
3.    განისაზღვროს შიდა მობილობის  განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების შემდეგ კრედიტების აღიარების კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაცემა 13 აგვისტო.

4.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
5.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე


Print

« იხ. ყველა სიახლე