2012-03-15

სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№01/01-01                                                               15. 03 2012   

სასწავლო პროცესის ნორმალიზაციისა და სტუდენტთა შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ვბრძანებ:
  1. მკაცრად იქნას დაცული აკადემიური რეგისტრაციის ვადები 2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
  2. სემინარულ მეცადინეობებზე არ იქნან პედაგოგების მიერ დაშვებული სტუდენტები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი აკადემიური რეგისტრაცია. გამონაკლისი დასაშვებია განხორციელდეს მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის.
  3. სემინარულ მეცადინეობაზე დაშვებულ იქნას მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც აკადემიური რეგისტრაცია გაიარეს კონკრეტულ ჯგუფში.
  4. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს პედაგოგებისათვის სასწავლო ჯგუფებში რეგისტრირებული სტუდენტთა სიების მიწოდება სასწავლო პროცესის მართვის სისტემის (ბაზის) დახურვისთანავე.
  5. პედაგოგებმა სტუდენტთა აღრიცხვა განახორციელონ მხოლოდ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ მიწოდებული სტუდენტთა სიების მიხედვით.
  6. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა კონკრეტული სასწავლო ჯგუფის საგამოცდო უწყისში შეიტანოს მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც აკადემიური რეგისტრაცია გავლილი აქვს ამ ჯგუფში.
  7. ტუტორატმა და სტუდენტთა მომსახურეობის ჯგუფმა უზრუნველყონ აღნიშნული ბრძანების გაცნობა სტუდენტებისათვის.
  8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
  9. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

დეკანის მ. შ.                                                             აკაკი ხელაძე
Print

« იხ. ყველა სიახლე