2012-07-04

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 29.05.2012 ბრძანება №67/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№13/23-01                                          29. 06. 2012
ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 29.05.2012  ბრძანება №67/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შეიქმნას საკონკურსო საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი  ნინო ბუჯიაშვილი  -  აპარატის უფროსი, 2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. სპეციალისტი  ნანა მაისურაძე 3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტი ლალი ჩიკვილაძე;
  2. დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს  2012 წლის 2 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ.   შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 44 (ტურიზმის საერთაშორისო სკოლა), ოთახი N213);
  3. განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების  /დოკუმენტაციის/  მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე  _ 2012 წლის  16 და 17 ივლისი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის,  თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად.
  4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
  5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                    ა. ხელაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე