2012-07-04

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვის

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№12/01-01                                          19. 06. 2012

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვის

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და  დამხმარე პერსონალი გადავიდეს თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, მიმდინარე წლის 21-22 ივნისს;
  2. ადმინისტრაციის, აკადემიური და  დამხმარე პერსონალის განთავსების სქემა წარმოადგინოს დეკანის მოადგილემ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში არა უგვიანეს ა. წ. 20 ივნისისა;
  3. ა. წ. 23 ივნისს თსუ X (მაღლივი) კორპუსში ჩატარდეს მხოლოდ სააუდიტორიო მეცადინეობები;
  4. ა. წ. 20 ივნისს ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის დროებით გამოყოფილი ფართის (თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) დასუფთავების და აღჭურვის ღონისძიებები;
  5. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში;
  6. მაგისტრატურის გაზაფხულის სემესტრში ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზ. 44.
  7. გამოცდების ცხრილები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტი გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 19 ივნისისა.
  8. ამ ბრძანებით შესასრულებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება დაევალოთ დეკანის მოადგილეებს;
  9. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
  10. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                            ა. ხელაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე