2015-01-26

2015 წლის 26 იანვარს გაიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა თბილისში სტუმრად მყოფ ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ იან მიხალეკთან





შეხვედრას უძღვებოდა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.



ბატონმა იან მიხალეკმა წარმოადგინა ვარშავის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროცესების ძირითად მმართულებები, ეკონომიკის ფაკულტეტის სტრუქტურა, არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები,  გაგვაცნო ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტები.



შეხვედრის შემდეგ გაიმართა აზრთა გაზიარება, დაიგეგმა ორ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები.



Print

« იხ. ყველა სიახლე