2017-04-02
სტუდენტური-სამეცნერო კონფერენცია
2017 წლის 1 აპრილს GBDC –მ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, სტუდენტური რესურსების ინკუბირებისა და აგროპორტალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორ-მასწავლებლებთან და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით ჩატარდა სტუდენტური-სამეცნერო კონფერენცია: „სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში“.ღონისძიება მიზნად ისახავდა:
• ქართულ აგრო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის მექანიზმების ძიებას
• სტუდენტური ბაზის შექმნა GBDC–ის მომავალი საქმიანობისათვის.
ეს იყო GBDC-ის მიერ ორგანიზებული პირველი კონფერენცია, რომლის დაგეგმვაშიც მონაწილებდნენ როგორც GBDC-ის მმართველი გუნდი, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუდნეტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ აგრო პორტალის პროგრამაში და გაიარონ სტაჟირება GBDC-ში.
ღონისძიების სპონსორები:
• არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ ელექტრონული წიგნების სახლი
• „საბა“- წიგნების მრავალფეროვანი ელექტრონული პლათფორმა.
• ღვინის მწარმოებელი კომპანია - „ შატო ამირეჯიბი“
• ყავის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ჩერი“
• კომპანია „წყალი მარგებელი“ – „ ბახმაროს“ მწარმოებელი კომპანია
• „დარჩიაშვილების ბიო მარანი“ - ღვინის მწარმოებელი კომპანია
« იხ. ყველა სიახლე