2015-07-03
საჯარო ლექცია „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“
9 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“.ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე