2017-05-23
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს
23.05.17
განცხადებაკონკურსი საუკეთესო სტუდენტური გუნდური მოხსენების (სტატიის)
შერჩევისათვის
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს
პროექტისათვის:
I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა
„საქართველო-ისრაელის ურთიერთობები - ახალი ტექნოლოგიების მართვა
ურბანულ და აგრარულ სექტორებში“.
სკოლა ჩატარდება მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ბათუმში
სკოლის დამთავრების შემდეგ სპეციალურ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში გამოიცემა მოხსენებათა კრებული
ძირითადი მოთხოვნები:
1. მოხსენების თემა უნდა ეხებოდეს ისრაელში ურბანული მართვის განვითარების და სრულყოფის პრობლემებს;
2. მოხსენება უნდა მოამზადოს 2-კაციანმა სტუდენტურმა გუნდმა;
3. მოხსენების ავტორი სტუდენტები უნდა იყვნენ 3-4 კურსელები;
4. წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორთა სრული კოორდინატები;
5. თანამედროვე სამეცნიერო-სარედაქციო მოთხოვნების მიხედვით შესრულებული და გაფორმებული მოხსენების ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 9 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: giorgi.shikhashvili@tsu.ge;
6. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიის სახით MS Word 2003 ან 2007 წლის ფაილში;
7. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს 8-10 გვერდი (ფორმატი - A4, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,15, ველები: ზედა - 2,0 სმ, ქვედა - 2,0 სმ, მარცხენა - 2,0 სმ, მარჯვენა - 2,0 სმ);8. შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - LitNusx, ინგლისურისათვის - Times New Roman;
9. ნაშრომის ტექსტს უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე - თითოეული არაუმეტეს 250 სიტყვისა;
10. შესარჩევი კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება ერთი საუკეთესო ნაშრომი და მისი ავტორები - 2 სტუდენტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლის მუშაობაში.
გიორგი შიხაშვილი
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების
ცენტრი „იდეა“-ს დირექტორი, მენეჯმენტისა და
ადმინისტრირების კათედრის ასოც. პროფესორი
კონტაქტი: მობ. 577-97-02-77
« იხ. ყველა სიახლე