2016-02-09

გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად;

  საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდება 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 16 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307 );

განმცხადებელი ვალდებულია საბუთების მიმღებ აპარატს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება (იხ. დანართი №1)

ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

დ)პროექტში მონაწილეთა CV;

ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი.

ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი №2)

 

იხ. დანართი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ შესახებ

 

ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მიმდინარე წლის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროგრამის სამეცნიერო - კვლევით თემატიკა:

ა) თეორიული ეკონომიკის მიმართულება;

ბ) ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულება;

გ) საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის მიმართულება;

დ) მიკროეკონომიკის მიმართულება;

ე) მაკროეკონომიკის მიმართულება;

ვ) ეკონომეტრიკის მიმართულება;

ზ) ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის მიმართულება;

თ) ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულება;

ი) ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის მიმართულება;

კ) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულება;

ლ) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულება;

მ) მარკეტინგის მიმართულება;

ნ) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულება;

ო) ეკონომიკისა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება;

პ) ბიზნესის სამართალი (ინტერდისციპლინარული).

Print

« იხ. ყველა სიახლე