2014-06-10
შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად იგეგმება შეხვედრა ხუთშაბათს 13 ივნისს 13:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულისათვის.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულისათვის.
ვაკანსიათა რაოდენობა: შეზღუდული არ არის
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის 88/15
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (+ ბონუსები).
შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან ირაოს საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
• საცალო სეგმენტის დაზღვევა.
• ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
• პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
• გაყიდვების განხორციელება;
• გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
• არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
• კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
• არსებული ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
• სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
• ახალი პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და არსებულ პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების შეთავაზება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:
• შემოქმედებითობა;
• პრეზენტაბელურობა;
• კომუნიკაბელურობა;
• დამაჯერებლობა;
• შრომისმოყვარეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად იგეგმება შეხვედრა ხუთშაბათს 13 ივნისს 13:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში.
დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: intern@irao.ge წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
« იხ. ყველა სიახლე