2016-12-02
იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნისადმი მიძღვილი სტუდენტური კონფერენცია
სტუდენტური კონფერენცია
2016 წლის 29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, კერძოდ კი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგაზინებით გაიმართა პროფესორ იაკობ (იაშა) მესხიას ხსოვნისადმი მიძღვილი სტუდენტური კონფერენცია. კონფერენცია ითვალისწინებდა ორ ეტაპს. კონფერენციის პირველ ეტაპზე - დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაშრომები გადაეგზავნა კონფერენციის ჟიურის წევრებს. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტთა გარკვეული ნაწილი გადავიდა მეორე ეტაპზე. მათი ნაშრომების პრეზენტაცია შედგა 2016 წლის 29 ნოემბერს თსუ-ის პირველ კორპუსში 214-ე აუდიტორიაში. კონფერენციის ჟიურის წევრები იყვნენ:
- თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
- ნინო ფარესაშილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
- მანანა ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასისტენტ პროფესორი;
- შოთა შაბურიშვილი - საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი.
კონფერენციის ბოლოს კი ჟიურის მიერ გამოვლინდა ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტი - ლალი თოლორდავა. თსუ-ის სტუდენტურმა თვითთმართველობამ მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ჟიურის წევრებს გაწეული დახმარებისათვის.
« იხ. ყველა სიახლე