2015-06-02

მასშტაბური დასაქმება - სადაზღვევო კომპანია კოპენბური, აცხადებს 100 ვაკანსიას თსუ სტუდენტებისათვის


ხუთშაბათს, 4 ივნისს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება სა
დაზღვევო კომპანია "კოპენბურის" დასაქმების პროექტის პრეზენტაცია თსუ სტუდენტებისათვის.
 

კომპანიის შესახებ

სადაზღვევო კომპანია ,, კოპენბური საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2014 წლის აგვისტოდან გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს   დაზღვევის ფართო სპექტრს   როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სეგმენტს.

„კოპენბური“-ს მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების   ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.


სადაზღვევო კომპანია კოპენბური აცხადებს ვაკანსიებს სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

§       შრომის ანაზღაურება: საკომისიო

§      სამუშაო ადგილი: თბილისი

   

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

§      გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;

§     იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

     ამ თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხარებლების მოზიდვა და სადაზღვევო მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა


ძირითადი მოვალეობები:

§   პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;

§   მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება დამისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;

§   სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;

§   გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;

§   საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;

§   გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;

§   არსებული მომხარებლებისათვის   სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;

§   გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

§   უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.

§   სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

§   აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

§   სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

§   მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;

§   საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;

§   მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

§   სხარტი აზროვნების უნარი;

§   სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;

§   დეტალებზე ორიენტირებულობა;

§   ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;

§   პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი .

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს   შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ( CV ) ელექტრონულ მისამართზე: agents@kopenbur.ge

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი: სადაზღვევო აგენტი/თბილისი“.

შესარჩევი კანდიდატები გაივლიან: ტესტირებას ლოგიკურ აზროვნებაში და გასაუბრებას.

სადაზღვევო კომპანია კოპენბური მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გელით პრეზენტაციაზე
ხუთშაბათს, 4 ივნისს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში

Print

« იხ. ყველა სიახლე