2014-02-18

ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

18 თებერვალს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემის, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა;
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია;
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ლაშა ჯუღელი;
ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე;
ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი მერაბ კაკულია.
შეხვედრას, რომელიც გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, ესწრებოდნენ  პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და სტუდენტები.









Print

« იხ. ყველა სიახლე