2017-05-29
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია აცხადებს მიღებას
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია
აცხადებს მიღებას
საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო ტრენინგ–კურსის პროგრამაზე:
ლიდერობა – მართვის ხელოვნება
1 ივლისიდან
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია
აცხადებს მიღებას
საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო ტრენინგ–კურსის პროგრამაზე:
ლიდერობა – მართვის ხელოვნება
1 ივლისიდან
კურსის სტრუქტურა და შინაარსი:
1. ლიდერობის თანამედროვე გაგება და გამოწვევები;
2. პიროვნების ინდივიდუალური განვითარების დაგეგმვა;
3. დაბრკოლების გადალახვის გზები საქმიან ურთიერთობებში;
4. დროის მართვის ხელოვნება;
5. საქმიანი ადამიანის იმიჯი, ეტიკეტი;
6. პიროვნული ურთიერთობების მართვა;
7. დარწმუნების ხერხები საქმიან ურთიერთობებში;
8. სხეულის ენა, მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები;
9. ფარული მართვა საქმიან ურთიერთობებში;
10. ლიდერობა ორგანიზაციაში: ორგანიზაციის დიზაინის ფორმირება, ორგანიზაციული კულტურის მართვა, ცვლილებების მართვა;
11. საქმიან გარემოზე ზემოქმედება: მოსმენის, პრეზენტაციის, თათბირის ჩატარების ხელოვნება;
12. კონფლიქტების მართვა საქმიან ურთიერთობებში.
სასწავლო კურსის ფორმატი ითვალისწინებს: თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, პროექტების პრეზენტაციას, ცოდნის შეფასებას, სათანადო სერტიფიკატების გადაცემას.
კურსის ღირებულება: 250 ლარი; თსუ-ის სტუდენტისთვის - 50 ლარი
კურსის მოცულობა: 26 საათი
კურსს უძღვებიან: ნატალია ხარაძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ.
ეკატერინე გულუა, ეკონომიკის დოქტორი, ასისტენტ–პროფესორი, თსუ.
კურსის სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი დაინტერესებული
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ-ს მეათე (მაღლივი) კორპუსი, მეთორმეტე სართული, ოთახი № 1212/1213; ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორია.
საკონტაქტო პირები:
ნატალია ხარაძე tel: 595053269
ეკატერინე გულუა tel: 599401174
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. გადახდის ქვითარი;
მიმღების დასახელება - ხაზინის ეთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22 ანგარიშის ნომერი: 7 0896 7499
მიზნობრიობა: ადამიანისეული პოტენციალის მართვის ლაბორატორიის ტრეინინგ-კურსის საფასური
« იხ. ყველა სიახლე