2015-07-03
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის
9 ივლისს, 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.მემორანდუმს ხელს მოაწერენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორი აჰარონ გაგულაშვილი.
მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიზნესორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა სიახლე