2014-04-10

თსუ-ს სტუდენტთა 74-ე კონფერენციის ორგანიზების შესახებ:


2014 წლის 27-31 მაისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ორ ეტაპად.

I ეტაპი _ საფაკულტეტო  (19-20 მაისი);
II ეტაპი _ საუნივერსიტეტო (27-31 მაისი);

საფაკულტეტო კონფერენციის შედეგების წარმოდგენის ბოლო ვადა _ 21 მაისი.
გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი I-III ადგილი, მაგისტრი I-III ადგილი, დოქტორანტი I-III ადგილი) მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-II ეტაპზე.
გთხოვთ, 2014 წლის 12 მაისამდე წარმოგვიდგინოთ:

1.     კონფერენციის ჩატარების თარიღი;
2.     ჟიურის შემადგენლობა;
3.  მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი;
4.  მოხსენების სრული დასახელება;     
5.  სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკა¬დემიური    
   თანამდებობა ან სამეცნიერო  ხარისხი.

საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და  ელექტრონული   სახით (5 გვერდი,  A4 ფორმატი,  შრიფტი _ აკად. ნუსხური, შრიფტის ზომა - 10)

დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის კათედრას.


სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების  სამსახური


Print

« იხ. ყველა სიახლე