2015-05-19
თსუ სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:
თსუ სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სამ ეტაპად.
I ეტაპი _ საკათედრო (15-18 მაისი);
II ეტაპი _ საფაკულტეტო (22 მაისი);
III ეტაპი _ საუნივერსიტეტო (14-19 ივნისი);
გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი I-III ადგილი, მაგისტრი
I-III ადგილი, დოქტორანტი I-III ადგილი) მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-III საუნივერსიტეტო ეტაპზე.
გთხოვთ, 2015 წლის 19 მაისს წარმოგვიდგინოთ:
1. კონფერენციის ჩატარების თარიღი;
2. ჟიურის შემადგენლობა;
3. მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი;
4. მოხსენების სრული დასახელება;
5. სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკა¬დემიური
თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი.
6. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება.
საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (10 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი ქართული ვერსიისათვის_Sylfaen, შრიფტის ზომა ჴ 12; რუსული და ინგლისური - Times New Roman);
ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) 14 Bold; ძირითადი ტექსტი 12;
ინტერვალი 1,5;
გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
« იხ. ყველა სიახლე