2015-02-13
ლექციებისა და დისკუსიების ციკლი თემაზე: თავისუფლების იდეები საქართველოში.
ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პარტნიორობით იწყებს ლექციებისა და დისკუსიების ციკლს თემაზე: თავისუფლების იდეები საქართველოში.ლექცია/დისკუსიებზე დასწრება თავისუფალია, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
პირველი ლექცია გაიმართება სამშაბათს, 17/02/2015, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია 115.
ლექციას წაიკითხავს - ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი.
გთხოვთ დასწრება დაგვიდასტუროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, მისამართზე: eesrcgeorgia@gmail.com, მოგვწერეთ გვარი, სახელი (ინგლისურად პასპორტის შესაბამისად) ფაკულტეტი, კურსი, ტელეფონის ნომერი.
https://www.facebook.com/events/630509040416387/?pnref=story
« იხ. ყველა სიახლე