2019-08-06
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
(ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №147/01-01, 17.06.2019)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
№153/01-01, 19.06.2019)
•
საბუთების მიღება - 24 ივნისი - 5 ივლისი და 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
•
გამოცდა უცხო ენაში - 4 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
•
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
•
გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 6 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
•
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;
•
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
•
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 12 - 13 სექტემბერი;
•
დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 16 სექტემბერი;
•
ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 17 – 18 სექტემბერი
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
•
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 1000 - 1700 სთ.):
•
განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•
ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•
ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
საკონტაქტო ინფორმაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84. შიდა 6240;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9768;
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, კანცელარია
ოთახი № 117; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 2238;
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1059;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 3225, 3224.
« იხ. ყველა სიახლე