2013-11-22
უკვე მესამე წელია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან გერმანიაში, კლაუს ჰიპის (HiPP GmbH) საწარმოში
ა.წ. 21 ნოემბერს იავენ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა ცნობილი გერმანელი მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის ”HIPP”-ის დამფუძნებელი, საქართველოს საპატიო კონსული მიუნხენში, თსუ საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი. იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს.
ბატონმა ჰიპმა სტუდენტებისათვის მორიგი გერმანულენოვანი ლექცია ჩაატარა ბიზნესის ეთიკის მიმართულებით თემაზე:
„კორექტული ბიზნესი, როგორც ხანგრძლივი წარმატების საწინდარი“ და აუდიტორიას თავისი ახლადგამოცემული წიგნი წარუდგინა.უკვე რამდენიმე წელია ბატონმა კლაუს ჰიპმა ტრადიციად დანერგა, რომ სასწავლო წლის ბოლოს ის ირჩევს რამდენიმე წარმატებულ სტუდენტს და საკუთარი სახსრებით იწვევს გერმანიაში, თავის საწარმოში საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად.
გასულ სასწავლო წელსაც, უკვე მესამედ, ბატონმა ჰიპმა შეარჩია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მორიგი სამი სტუდენტი, რომლებმაც ზაფხულში ძალიან ნაყოფიერი პრაქტიკა გაიარეს გერმანიის ქალაქ Pfaffenhofen–ში, HiPP GmbH –ის მთავარ საწარმოში.
ლია ახალაია (მეორე კურსი):
ირაკლი ქართველიშვილი (მეოთხე კურსი):
ცოტნე მაისურაძე (მესამე კურსი):
"მე პრაქტიკა გავიარე ექსპორტის განყოფილებაში. მონაწილეობას ვიღებდი საერთაშორისო პროდუქტის მართვის მარკეტინგულ ოპერაციებში. კავშირი გვქონდა სხვადასხვა ბაზრების შუამავლებთან. ვაკეთებდი მიმოხილვას სხვადასხვა ბაზრებზე კონკურენტებისა და მომხმარებლების შესახებ. ასევე დეტალურად გავეცანი დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის საქმიანობას. ვესწრებოდი დეპარტამენტის თათბირებსა და პრეზენტაციებს უმაღლესი მენეჯმენტისთვის. HiPP-ში დიდი გამოცდილება მივიღე, პრაქტიკულად დავინახე თუ როგორ ფუნქციონირებს გერმანიის ერთ–ერთი მოწინავე ორგანიზაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ კლაუს ჰიპს".
თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
გულითად მადლობას უხდის ბატონ კლაუს ჰიპს
იმისათვის, რომ ის მსგავს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ჩვენს სტუდენტებს და წარმატებებს უსურვებს მას.
გულითად მადლობას უხდის ბატონ კლაუს ჰიპს
იმისათვის, რომ ის მსგავს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ჩვენს სტუდენტებს და წარმატებებს უსურვებს მას.
« იხ. ყველა სიახლე