2015-04-17

სს სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიებს და გიწვევთ დასაქმების პროგრამის პრეზენტაციაზე

ოთხშაბათს, 22 აპრილს 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება სს სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის ვაკანსიებისა და სტუდენტთა დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია.

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა. რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგება იმედი L – ის ბრენდით.

სს სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის  თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით).

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა – გაიაროთ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი

და დასაქმდეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში

სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება: ფიქსირებული ანაზღაურებისგან, საკომისიოსა და დამატებით – თვის რეიტინგით  საუკეთესო აგენტები მიიღებენ ბონუსს.

 სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

·         სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გადყიდვა);

·         პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება.

·         არსებული კლიენტებისთვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;

·         სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 
ძირითადი მოთხოვნები:

·         უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;

·         სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;

·         სასაუბრო და წერა–კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;

·         კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office ცოდნა;

 

აუცილებელი უნარები:

·         კომუნიკაბელურობა;

·         პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

·         ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

·         ენერგიულობა;

·         სისხარტე;

·         მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;

·          ორგანიზებული ;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
Print

« იხ. ყველა სიახლე