2016-06-20

თსუ სტუდენტთა 76-ე სამეცნიერო კონფერენცია

თსუ სტუდენტთა 76-ე სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სამ ეტაპად.
I ეტაპი _ საკათედრო  (20-23 ივნისი);
II ეტაპი _ საფაკულტეტო  (28-29 ივნისი);
გამარჯვებული სამი საუკეთესო სტუდენტი (ბაკალავრი I-III ადგილი, მაგისტრი
I-III ადგილი,  დოქტორანტი I-III ადგილი)  მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მე-III საუნივერსიტეტო ეტაპზე.

გთხოვთ, 2016 წლის 24 ივნისს წარმოგვიდგინოთ:

1. კონფერენციის ჩატარების თარიღი;
2. ჟიურის შემადგენლობა;
3. მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად, კურსი, ელ-ფოსტა, ტელეფონი;
4. მოხსენების სრული დასახელება;     
5. სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკა¬დემიური    
   თანამდებობა ან სამეცნიერო  ხარისხი.
6. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება.
•    საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და  ელექტრონული სახით (ნაშრომის მოცულობა მაქსიმუმ 20 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი ქართული ვერსიისათვის_ Sylfaen, შრიფტის ზომა – 12; რუსული და ინგლისური - Times New Roman);
•     ზომა:  სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) 14 Bold; ძირითადი ტექსტი 12;
•     რეზიუმე:  ქართულ და ინგლისურ ენაზე, საკვანძო სიტყვები 3-5, შესავალი, 2-5 პარაგრაფი, დასკვნები და რეკომენდაციები, გამოყენებული ლიტერატურა
•    ინტერვალი 1,5;
•    გვერდის საზღვრები - 2,5.

Print

« იხ. ყველა სიახლე