ვაკანსია

2011-03-01

ვაკანსია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამუშაოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს) ეკონომიკის, ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის სფეროში.
  2. ინგლისური და რუსული ენები (სრულყოფილად). სასურველია დამატებით ფრანგული ან ესპანური ენის ცოდნა.
  3. სასურველია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  4. სასურველია ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
  5. საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  6. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და პრინციპების ცოდნა;
  7. სხვა ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი საქმიანობის ცოდნა;
  8. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ძირითადი ასპექტების ცოდნა;
  9. საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცოდნა;
  10. საოფისე პროგრამების (MS WORD, EXCEL, POWERPOINT) ცოდნა;

კანდიდატმა უნდა იცოდეს:

  1. საქართველოს კონსტიტუცია;
  2. საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ“;
  3. საქართველოს კანონი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
  4. საქართველოს კანონი “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ";

უნარჩვევები:

  1. ანალიტიკური აზროვნება
  2. გუნდური მუშაობა
  3. კომუნიკაბელურობა

კანიდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2011 წლის 4 მარტისა ელექტრონულ ფოსტის მისამართზე : konkursi@economy.ge. განაცხადში აუცილებელია მიეთითოს პოზიცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე