ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-10-12

ინფორმაცია საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მსურველთათვის


საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი იწყებს მონაწილეობის მსურველთა შერჩევას შემდეგი საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის:

•  ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის  იმიტირებული პროცესი/Philip C. Jessup International Law Moot Court Competition

•  ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის  იმიტირებული პროცესი/Telders International Law Moot Court Competition

•  ადამიანის უფლებათა სამართლის იმიტირებულ პროცესებში/ Human Rights Moot Court Competitions

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის პროგრამების ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მიმდინარე (2020/2021 შემოდგომის) და მომავალ (2020/2021 გაზაფხული) სემესტრებში და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. 

შერჩევა წარიმართება რამდენიმე ეტაპად:

•  შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განცხადება (ფორმა თან ერთვის) არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრის 24:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: ili@tsu.ge (Subject-ში მიუთითეთ: “Moot Court Competition”).

•  გამოგზავნილი განცხადებებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება ზეპირი გასაუბრების ფორმით, ინგლისურ ენაზე. (შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს გაეგზავნებათ დამატებით ინფორმაცია) 

•  გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტებისგან დაკომპლექტდება  საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში თსუ-ს სახელით მოასპარეზე გუნდები. 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე