2018-09-04

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილება


სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით სტუდენტთა გადანაწილება განხორციელდა ადგილების ქვოტირებით თითოეულ მიმართულებაზე შემოსული განაცხადის რაოდენობის შესაბამისად.

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 170 ადგილზე შემოსული იყო 509 განაცხადი შემდეგი პროპორციით:
კერძო სამართალი - 302 განაცხადი;
სისხლის სამართალი - 141 განაცხადი;
საჯარო სამართალი - 66 განაცხადი.
 
პროპორციული განაწილებით ადგილები მიმართულებების მიხედვით გადანაწილდება შემდეგი სახით:
კერძო სამართალი - 102 ვაკანტური ადგილი;   
სისხლის სამართალი - 46  ვაკანტური ადგილი;  
საჯარო სამართალი - 22 ვაკანტური ადგილი.  

საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ 30 ადგილზე შემოსული იყო 28 განაცხადი.

Print

« იხ. ყველა სიახლე