2012-05-03

კონკურსი 2012 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად

"ამერიკულ-ავსტრიული ფონდი", "ღია სამედიცინო ინსტიტუტი" და ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს 2012 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად

•დედათა და ბავშვთა  ჯანმრთელობა 2-8 სექტემბერი       
(Maternal & Infant Health)
•კარდიოქირურგია 9-15 სექტემბერი
(Cardiac Surgery)
•ლიპიდური მეტაბოლიზმი 16-22 სექტემბერი                                           
(Lipid Metabolism)
•ფსიქიატრია 23-29 სექტემბერი
(Psychiatry)
•ნეიროქირურგია 30 სექტემბერი- 6 ოქტომბერი
(Neurosurgery)
•კარდიოლოგია 7-13 ოქტომბერი
(Cardiology)
•ნეონატოლოგია 14-20 ოქტომბერი
(Neonatology)
•დერმატოლოგია 28 ოქტომბერი- 3 ნოემბერი
(Dermatology)
•დიაგნოსტიკური რადიოლოგია 4-10 ნოემბერი
(Diagnostic Imaging)
•ბავშვთა კარდიოლოგია 25 ნოემბერი- 1 დეკემბერი                      
(Pediatric Cardiology)
•ონკოლოგია 2-8 დეკემბერი
(Oncology B- Soft Tissue, Bone and Skin Malignancies)                                                                                             
•გულის რადიოლოგიური კვლევა           9-15 დეკემბერი
(Cardiac Imaging)

საგანაცხადო ფორმები უნდა შეივსოს 2012 წლის 31 მაისამდე ელექტრონულად  შემდეგ მისამართზე: http://www.aaf-online.org/index.php/dates-topics-2012.html პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართზე:  http://www.aaf-online.org   
სემინარში მონაწილეობის მსურველ ექიმებს: 

•სპეციალიზაცია გავლილი უნდა ჰქონდეთ სემინარის საგანში;
•უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•სემინარში პირველად მონაწილეობისას უნდა იყვნენ 30 დან 45 წლამდე ასაკის, ხოლო განმეორებითი მონაწილეობის შემთხვევაში 50 წლამდე ასაკის;
•სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურ ენაში ჩატარდება ტესტირება).

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 2012 წლის 30 აპრილს, 18 საათზე ფონდის ოფისში (ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. 10ა. ტელ: 2 25 04 63, ელ.ფოსტის მისამართი:  nato@osgf.ge). 
საკონტაქტო პირი: ნატო ფიცხელაური (პროგრამის კოორდინატორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა). 

პროგრამის გენერალური პარტნიორები: ამერიკულ-ავსტრიული ფონდი და ღია სამედიცინო ინსტიტუტი

Print

« იხ. ყველა სიახლე