2010-12-20

გამოცხადდა კონკურსი ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის

კანდიდატთა შერჩევა განხორციელდბა  შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) აკადემიური მოსწრება;
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

კანდიდატთა შეფასება განხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:
ა) აკადემიური მოსწრება - 80 ქულა , რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული საგნების (არანაკლებ 30 კრედიტი) ჩაბარების და მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით.
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება- მაქსიმუმ 10 ქულა (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები).
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩატარებული
კონფერენციები)

განაცხადები შემოიტანეთ 20-დან 22  დეკემბრის ჩათვლით 15 საათამდე სტუდენტთა მომსახურეობის ცენტრებში

მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ჭავჭავაძის გამზ. 5ა

განცხადების ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე