შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია



შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია



პროგრამის ხელმძღვანელი: იამზე  (ია) კუტალაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი


სწავლის ხანგრძლივობა:2 წელი; 120 კრედიტი.


პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში მაღალი რანგის  პრაქტიკოსები, ორგანიზაციის კონსულტანტები, რომელთაც სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით, შეეძლებათ ორგანიზაციული პროცესების სისტემური ანალიზი, პრობლემური სეგმენტების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება; ადამიანური რესურსის დაგეგმვისა და მართვის ეფექტური პოლიტიკის განსაზღვრა და დანერგვის ხელშეწყობა. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე შემდეგი მიმართულებით: ორგანიზაციის ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები, ადამიანური რესურსის მართვის თანამედროვე  სტრატეგიები, ორგანიზაციის დიზაინი და მართვა, ორგანიზაციული ცვლილებები და განვითარება, ორგანიზაციული კვლევის მეთოდოლოგია, ფსიქომეტრია, ორგანიზაციული კულტურა, პერსონალის შერჩევისა და შეფასების მეთოდოლოგიური პრინციპები, შესრულებული სამუშაოს შეფასება, პიროვნების შეფასების მეთოდები ორგანიზაციაში, პროფესიული სტრესი, შრომითი განწყობები, საკომპენსაციო სისტემისა და სამოტივაციო პოლიტიკა, ბედნიერების ფსიქოლოგია (,,Happy worker”), რეკლამის ფსიქოლოგია,  და სხვა...  პროგრამა იძლევა  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის დარგში კვლევითი მუშაობის დამოუკიდებელი დაგეგმვისა და განხორციელების კომპეტენციების შეძენისა და პროფესიული ჩვევების სრულყოფის საშუალებას.


პროგრამის სრული აღწერილობა

საგამოცდო საკითხები

გამოქვეყნების თარიღი:2018-04-03 12:38:08