2018-04-12

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად


კონკურსის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
  • პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები
  • დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები
  • დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
  • დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში
  • დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი
სავალდებულო დოკუმენტაცია: 

დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი 2)
  2. ავტობიოგრაფია (CV)
  3. სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი) და აქტივობათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თსუ ფსიქოლოგიის კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
  4. სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
  5. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  6. ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით
დოქტორანტმა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე (dimitri.chubinidze@tsu.ge მეილის სათაურის ველში და დოკუმენტის დასახელებაში მიუთითეთ: PhD_2018_გვარი_სახელი) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტი:
  1. სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი). გთხოვთ, ცხრილში მოცემულ აქტივობათა ჩამონათვალიდან წითლად შეაფერადოთ ის, რომელიც თქვენს მიერ განხორციელებული აქტივობის რელევანტურია. ინდექსირებული წყაროების შემთხვევაში აქტივობის დასახელების პუნქტში ჩასვით დამადასტურებელი ლინკი). 
საბუთების წარდგენის ვადები: 12.04.2018. – 19.04.2018. 10:00 – 17:00 საათი.  
თსუ–ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N11 (თსუ–ს III კორპუსი), I სართული, ოთახი N115
Print

« იხ. ყველა სიახლე