2016-04-22

ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის-ფინალი


23 აპრილს, 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების IX-X კლასის მოსწავლეებისათვის,  ტარდება  ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში – ფინალი. ფინალურ ტურში მონაწილეობას იღებს II ტურში გამარჯვებული 10 გუნდი,  
ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი სამახსოვრო წარწერით;
საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს გადაეცემა  სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი;
გამარჯვებულებს გადაეცემათ  SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები;
მონაწილე გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი.
ელექტრონული ოლიმპიადის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი  ARMAZEG   http://armazeg.com/

ჩატარების ადგილი: თსუ I კორპუსი, ოთახი 321

Print

« იხ. ყველა სიახლე