2015-11-06

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!

          თსუ რექტორის 2015 წლის 5 ნოემბრის N 205/01-01 ბრძანების საფუძველზე
ცხადდება კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემეტრული (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსების მოსაპოვებლად
 

•    რექტორის 2015 წლის 5 ნოემბრის № 205/01–01 ბრძანება
•    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 25 სექტემბრის სხდომის დადგენილება თსუ რექტორის 2015 წლის 29 ივლისის № 126/01–01 ბრძანების საფუძველზე ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კონკურსანტთა შერჩევის წესი

კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2015 წლის 6 ნოემბრიდან   13 ნოემბრის ჩათვლით  ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მეორე კორპუსი, N 110) 10.00-დან 17.00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1)    განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ
2)    ავტობიოგრაფია (CV);
3)    სამეცნიერო პუბლიკაციების სია
4)    სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა,
5)    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6)    ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით (გარდა პირველსემესტრელი დოქტორანტების)

Print

« იხ. ყველა სიახლე