2017-03-01
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას მეხუთე ნომრისთვის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეხუთე ნომრისთვის. სტატიები მიიღება 2017 წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. სტატია გამოგზავნეთ ელ - ფოსტაზე: jyr@tsu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: „სტატია გამოქვეყნებისათვის“.
სტატიის გამოგზავნის შემდეგ გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას: „სტატია მიღებულია შემოწმებისთვის.”
დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ინსტრუქცია ავტორებისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ – გვერდზე http://jyr.tsu.ge.
შენიშვნა: დაგვიანებით შემოსული სტატიები ჟურნალის მეხუთე ნომერში გამოქვეყნებისათვის არ განიხილება.
« იხ. ყველა სიახლე