2019-02-21

სლოვაკეთის საელჩოს კონკურსი GLOBSEC 2019-ში მონაწილეობის მისაღებად!

2019 წლის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სლოვაკეთის  საელჩომ მოიპოვა 2 ადგილი ქართველი სტუდენტებისთვის „GLOBSEC 2019“ (https://www.globsec.org/projects/globsec-2019/ ) ფორუმზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება ქ. ბრატისლავაში 2019 წლის 6-8 ივნისს.

კონკურსში 5 ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. 

პირველ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეარჩევს 4 საუკეთესო ესეს, რომელთაც იგი წარუდგენს სლოვაკეთის საელჩოს თბილისში. საბოლოოდ, 2 გამარჯვებულს შეარჩევს სლოვაკეთის საელჩო საქართველოში. შერჩეულ 2 სტუდენტს სრულად დაუფინანსდება კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა სახის ხარჯი. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომელთაც უნდა გადმოაგზავნონ ესეები „GLOBSEC 2019“-ზე განსახილველ თემებზე. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ინგლისურენოვანი საკონკურსო ესეს თემად ჩამოთვლილთაგან ამოარჩიონ ერთ-ერთი:

 
1. "The Biggest Security Challenge in Your Country and Magic Bullet(s)"
Description: Think about the main security challenge your country has to deal with and what is in your opinion the "magic bullet" that would solve the problem. Think out-of-box, but try to keep to the political realities of your countries / region. 

2. "GLOBSEC 1: Future of Europe" 
Subtopics: 
Impact of the Brexit on the future of the EU;  
European Parliament Elections 2019 - challenges of indifference and populism; 
Migration crisis and protection of the EUs external borders;
The Rise of extremist and populist forces;
European Defense Union;
The 30th anniversary of the democratic transition in Central and Eastern Europe

3. "GLOBSEC 2: Defense and Security"
Subtopics:  
Hybrid threats flourishing and exploiting the societal vulnerabilities;
Weaponisation of lies - propaganda & fake news;  
Confrontation between Russia and the West;
Turmoil in the Middle East;
The 70th anniversary of NATO;
Slovakia’s OSCE Chairmanship in 2019 and delicate security challenges


ესე უნდა იყოს 3 გვერდიანი, მომზადებული A4 ფორმატით, ფონტი: 11.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანაბრად კარგი ნაშრომების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტთა ესეებს! 
 
კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, ესეები გადმოგზავნეთ ელ.მისამართზე mariam.mskhalaia@tsu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ „GLOBSEC 2019“. ესეების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 მარტის 23:59 სთ. 

დამატებით შეკითხვებზე ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელ.მისამართზე:   mariam.mskhalaia@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე