2019-06-19

სტაჟირების პროგრამები იუ - ჯი -თი კომპანიაში თსუ -ის დამამთავრებელი კურსისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

იუ-ჯი-თი 20 წელზე მეტია წარმოადგენს რეგიონის მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. 
იუ-ჯი-თის" ლოგოტიპს საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა.   1997 წლიდან "სიგმა" სახელწოდებას იცვლის, რეგისტრირდება როგორც შპს „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“, ინგლისურად - United Global Technologies - UGT (იუ-ჯი-თი) და იწყებს ახალ საქმიანობას - კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციას. პირველ ეტაპზე, „გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“ „სიგმას“ ნაცნობ ლოგოტიპს ატარებს.
დაარსებიდან დღემდე "იუ-ჯი-თიმ" მოახერხა გამხდარიყო 25-ზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და მომწოდებელი. იგი, ასევე, წარმოადგენს კავკასიის რეგიონში პირველ სისტემურ ინტეგრატორს, რომელიც ISO 9001-2000 სერთიფიკატის მფლობელია.

სტაჟირების პროგრამები იუ - ჯი -თი კომპანიაში თსუ -ის დამამთავრებელი კურსისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის -  სტაჟირების პროგრამები განკუთვნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების,
 ბიზნესის და სხვა მომიჯნავე პროფესიის სტუდენტებისთვის, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცალკეული პროგრამის აღწერაში
Print

« იხ. ყველა სიახლე