2017-01-26

თსუ-სა და „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ ჰიუნდაი“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მიზნებით იწყებს. კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა აშშ-ის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან.

თსუ-სა და გუნდის გენერალურ სპონსორს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



Print

« იხ. ყველა სიახლე