2011-04-08

დასაქმების ფორუმი

სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამა (PRF) გატყობინებთ, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2011 წლის 8 აპრილს 11.00–16.00 სთ. (სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში) გეგმავს დასაქმების ფორუმის ჩატარებას. 

დასაქმების ფორუმი ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული კონსულტირებისა და დასაქმების პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიების ფართო სპექტრი: ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ტელეკომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლები, ნავთობ-პროდუქტების რეალიზატორები, სასტუმროები, რესტორნები, ტურ-ოპერატორები, ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორები, სუპერმარკეტების ქსელები და სხვა. მოწვეული იქნებიან სხვადასხვა კვალიფიკაციის სამუშაოს მაძიებლები.

40-მდე კომპანიამ უკვე დაადასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა. მონაწილეობას მიიღებენ ასევე  უნივერსიტეტები და სხვადასხვა ტრენინგ პროვაიდერები.

გთხოვთ, შევსებული კითხვარი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: akakushadze@iomgeorgia.ge

ვინც წინასწარ ვერ გამოგვიგზავნის რეზუმეს, შეუძლია, პირდაპირ მოვიდეს ღონისძიებაზე, და თან იქონიოს გამზადებული CV.
 
გოგებაშვილის ქუჩა 41,  თბილისი 0179
ტელ: +995 32 25 22 16
ვებგვერდი: www.iom.ge


« იხ. ყველა ანონსი