2010-03-31

თეატრალური პრემიერა – „ვთამაშობთ სამანიშვილს“

„ვთამაშობთ სამანიშვილს“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა მორიგი პრემიერა გამართა. თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრის  ორგანიზებით თეატრმა „სხვენი“ დავით კლდიაშვილის ნაწარმოების „სამანიშვილის დედინაცვალის“ მიხედვით დადგმული ინტერპრეტირებული სპექტაკლი წარმოადგინა. რეჟისორის გიორგი გომორაშვილის  მუსიკალურ  პანტომიმაზე მუშაობა დასის მსახიობებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. „ პლასტიკით გამოხატული ემოციები ტექსტით გავამდიდრეთ და სცენაზე ნაწარმოების ახლებური ვერსია გავაცოცხლეთ, იმედი მაქვს მაყურებელი დადებითად მიიღებს ჩვენს ექსპერიმენტს,“ – აღნიშნა რეჟისორმა.
პრემიერის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი ახალ სპექტაკლს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში წარმოადგენს.



Print

« იხ. ყველა სიახლე