2016-11-29

ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებისათვის!

თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში. მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან.
  • 16 დეკემბერი, 2016 - შესარჩევი ტური
  • 20 იანვარი, 2017 - მეოთხედფინალური ტური
  • 27 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
  • 4 თებერვალი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში)
ოლიმპიადში მონაწილეობა
  • ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა
  • ოლიპიადაში მონაწილეობა შეუძლია 1–3 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს
  • სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის
  • ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში
  • ფინალი ტარდება როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრინციპით.
  • მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
გამარჯვებულებს ელით SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები. ელექტრონული ოლიმპიადის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი ARMAZEG. იხილეთ დეტალური ინფორმაცია. შემოგვიერთდით facebook გვერდზე TSU E-Olympics. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე